четверг, 24 декабря 2009 г.

დედის სახე ლიტერატურასა და ხელოვნებაში


პროექტის სახელი: დედის სახე ლიტერატურასა და ხელოვნებაში.

პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი შეეხება დედის სახეს ლიტერატურასა და ხელოვნებაში.

პროექტის სრული აღწერა: ქართველი კაცისათვის დედა ოდითგანვე სათაყვანებეკი პერსონა იყო. ალბათ სწორედ ამიტომ ყველეფერი მნიშვნელოვანი დედას დაუკავშირა. მაგალითად, დედამიწა, დედასამშობლო, დედაენა, დედაქალაქი, დედაბოძი და სხვ. ქართულ ენაში კომპოზიტებში პირველი ადგილი ქალს, ანუ დედას უჭირავს: და-ძმა, ცოლ-ქმარი, დედ-მამა, დედა-შვილი. ახლაც, თანამედროვე ცხოვრებაშიც , შვილის აღზრდაში დედას უდიდესი წვლილი მიუძღვის. ამ პროექტის მეშვეობით ჩვენც გვინდა პატივი მივაგოთ დედის ღვაწლს.

მონაწილეთა ასაკი: 12 - 13 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
1.შექმნან ნახატები და ლექსები დედაზე.
2.წარმოადგინონ მოზიებული მასალის ზეპირი და წერილობითი პრეზენტაცია.
3.მოაწყონ მხატვრული კითხვა და ნახატების გამოფენა.

მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას:
1.
საპრეზენტაციო მასალა - უცხოელ და ქართველ მხატვართა სურათები დედაზე.
2.მოხსენებები ცნობილი მხარვრების შემოქმედების შესახებ.
3.მოსწავლეთა ლექსები და ნახატები თემაზე:„დედავ,სიცოცხლის დიდო საწყისო!“
4.ქართველ მწერალთა და პოეტთა მოთხრობები და ლექსები.

სარგებელი სხვებისთვის: ბლოგში თავმოყრილი მასალის საშუალებით შეიქმნება მდიდარი საინფორმაციო ბანკი რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მოსწავლეებისა და დაინტერესებული პირებისათვის.ეს კი ხელს შეუწყობს კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებას.

სამუშაო ენა: ქართული

საგნობრივ/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
  • გააცნობიერონ მხატვრობისა და ლიტერატურის როლი ადამიანის ცხოვრებაში.ჩამოუყალიბდეთ დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი.
  • ქართული ენის კათედრა; ფიზიკური, შრომითი და ესთეტიკური აღზრდის კათედრა.

პროექტის ფასილიტატორი: ლელა ბუთურიშვილი


ფასილიტატორის ელ. ფოსტა: buturishvili.lela@gmail.com


პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი: www.lela-buturishvili.blogspot.com